პროექტზე მუშაობის მეოთხე დღე პროექტის მესამე მოდულში გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს და ავირჩიეთ შესაბამისი სტრატეგიები და ინსტრუმენტები. შევქმენით მოსწავლეთა საჭიროების შესაფასებლად დიაგრამა - ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე . დავიწყეთ, პროექტის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა, რომელიც უნდა დავამთავროთ სახლში.
Posts
Showing posts from March, 2017
- Get link
- X
- Other Apps
ტრენინგის მესამე დღე გავეცანი სტანდარტების და მიზნების რუბრიკებს, ბლუმის ტაქსონომიის მიზნებს. ეროვნული სასწავლო გეგმიდან შევარჩიეთ სტანდარტები და მაღალ სააზროვნო უნარებზე გამსვლელი ინდიკატორები. შევარჩიეთ ჩვენი პროექტისტვის ზოგადი კითხვა და სახლში სამუშაოდ მივიღეთ თემატური და შინაარსობრივი კითხვები სემუშავება.
- Get link
- X
- Other Apps
დღე მეორე გავეცანით და მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის გეგმები, დავიწყეთ გეგმის შევსება, შევინახეთ სასწაავლო პროექტების გეგმაში. გავეცანით და შევინახეთ პროექტის შეფასების რუბრიკა კურსის რესურსებში. მოცემული რუბრიკა დაგვეხმარება, ჩვენს მიერ შექმნილი პროექტის შეფასებაში. დაგვეხმარება გავიგოთ, რამდენად სწორად ვგეგმავთ პროექტს. გავეცანით ბუკლეტის სტრუქტურას და დავიწყეთ მასზე მუშაობა. გადმოვწერეთ სურათები და ჩავსვით შაბლონში. დავალებად მივიღეთ საინფორმაციო ბუკლეტის მომზადება. დღე საკმაოდ დატვირთული იყო. დღე პირველი დღეს, 18 მარტს, დავიწყეთ პროექტ ინტელის შესწავლა. გავეცანით ინტელის სასწავლო კურსს, შევქმენით ახალი ბლოგი, პორტფოლიო, გავეცანით ჩეკლისტს. მივიღეთ საშინაო დავალება - შევარჩიოთ პროექტის თემა და მოკლედ ჩამოვაყალიბოთ შინაარსი. ძალიან საინტერესოა, მაგრამ არ ვიცი რა გამომივა.