დღე მეორე
გავეცანით და მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის გეგმები, დავიწყეთ გეგმის შევსება, შევინახეთ სასწაავლო პროექტების გეგმაში. გავეცანით და შევინახეთ პროექტის შეფასების რუბრიკა კურსის რესურსებში. მოცემული რუბრიკა დაგვეხმარება, ჩვენს მიერ შექმნილი პროექტის შეფასებაში. დაგვეხმარება გავიგოთ, რამდენად სწორად ვგეგმავთ პროექტს. გავეცანით ბუკლეტის სტრუქტურას და დავიწყეთ მასზე მუშაობა. გადმოვწერეთ სურათები და ჩავსვით შაბლონში. დავალებად მივიღეთ საინფორმაციო ბუკლეტის მომზადება. დღე საკმაოდ დატვირთული იყო.
დღე პირველი
დღეს, 18 მარტს, დავიწყეთ პროექტ ინტელის შესწავლა.
გავეცანით ინტელის სასწავლო კურსს, შევქმენით ახალი ბლოგი, პორტფოლიო, გავეცანით ჩეკლისტს. მივიღეთ
საშინაო დავალება - შევარჩიოთ პროექტის თემა და მოკლედ ჩამოვაყალიბოთ შინაარსი. ძალიან საინტერესოა, მაგრამ არ ვიცი რა გამომივა.
Comments
Post a Comment