Posts

Showing posts from 2017
ტრენინიგის მეცხრე დღე. ძალიან საინტერესო დღეა. ვისაუბრეთ პრეზენტაციის უნარებზე და ყველა ჩვენგანმა წარმოადგინა საკუთარი პროექტების პრეზენტაცია. ყველა თემა  ძალიან საინტერესო იყო. ჩანს რომ კოლეგებმა კოლოსალური შრომა ჩადეს. ჯერ მარტო თემის სათაურებსშევხედოთ: ქეთევან ზარდიაშვილი  -  მზის - ენერგია მომავლის ენერგია მანანა ჯანიბეგაშვილი- მიგრაცია ციცინო გორდაშვილი -  პროპორციები კულინარიაში ლელა გოსტამაშვილი - ფართობის ცნების პრაქტიკული გააზრება ცირა ხაზალია -  ქართული ხუროთმოძღვერების ძეგლების რეაბილიტაცია ნატა არაბული  მოგზაურობა სანკტ-პეტერბურგში ნანა სალთხუციშვილი- რუსი მწერლები და საქართველო მანანა კუნელაშვილი - ვირუსული ინფექციები ინდირა დარჯანია - ბუნების დაცვა-შვლის ნუკრი ნანა გახოკიძე - საყოფაცხოვრებო ქიმია და თქვენი მონამორჩილი ჟუჟუნა ჯაში - გზა ევროპისკენ დიდი მადლობა ყველას განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ქალბატონ მანანას - ჩვენს საუკეთესო ტრენერს.
ტრენინგის მერვე დღე. პროექტის გეგმაში შევიტანეთ ცვლილებები, დავასრულეთ პროცედურებს. გავეცანით, მეშვიდე მოდულშ,ი პროექტის გეგმის ჩეკლისტს, პორთფოლიოს ჩეკლისტს და პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას. მოსწავლეთა ფასილიტაციის მიზნით, გუგლ ფორმში შევქმენით კითხვარი. სახლში უნდა გადავხედოთ ფასილიტაციის ნიმუშებს. მწყობრში მოვიყვანოთ გეგმები. 😊
პროექტის მეშვიდე დღე. მუშაობა დავიწყეთ ჩვენი პორთფოლიოს გადამოწმებით და ჩავინიშნეთ რა გვაქვს დასამატებელი. გავეცანით გარდნერის ნაშრომს ,,ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს'' და შეარჩიეთ ფორმები დიფერენცირებული სწავლებისათვის. კურსის რესურსებში შევინახეთ დიფერენცირების ფორმები, რომელიც მოვიძიეთ მეექვსე მოდულში.
მეშვიდე დღე. შევამოწმეთ ჩვენი ნაშრობმი, რომ თუ რამე გაქვს გამოტოვებული შევავსოთ. გავეცანით მოსწავლეთა დიფერენცირებული სწავლებისთვის გარდნერის თეორიას, რომ გამოვიყენოთ ინდივიდუალური სწავლების დროს. მოვიძიეთ პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა დახმარებისთვის სკაფოლდინგი- დამხმარე სქემები. დიფერენცირებული სწავლებისთვის გავეცანით კითხვარს. ნაყოფიერი დღე იყო. 💖💖💙💚
Image
ტრენინგის მეექვსე დღე. გავეცანით სხვადასხვა ტიპის შეფასების რუბრიკებს და ჩვენი პროექტისთვის შევქმენით შესაბამისი რუბრიკები. ერთმანეთს გავუკეთეთ განმავითარებელი კომენტარები. გამოვიყენებ რუსკას მაგალითს და დავამატებ სურათს
 ტრენინგის მეხუთე დღე. მოსწავლის პოზიციიდან გავაკეთეთ სალაიდშოუ  ჩევნი პროექტის მიზნებისა და შედეგების გათვალისწინებით.ვისწავლეთ, სურათების გადმოწერა, ლინკის დადება და შევინახეთ გამოყენებულ ლიტერატურაში. გავეცანით საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
პროექტზე მუშაობის მეოთხე დღე პროექტის მესამე მოდულში გავეცანით შეფასების  ხუთ მიზანს და ავირჩიეთ შესაბამისი სტრატეგიები და ინსტრუმენტები. შევქმენით მოსწავლეთა საჭიროების შესაფასებლად დიაგრამა - ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე . დავიწყეთ, პროექტის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა, რომელიც უნდა დავამთავროთ სახლში.
ტრენინგის მესამე დღე გავეცანი სტანდარტების და მიზნების რუბრიკებს, ბლუმის ტაქსონომიის მიზნებს.  ეროვნული სასწავლო გეგმიდან შევარჩიეთ სტანდარტები და მაღალ სააზროვნო უნარებზე გამსვლელი ინდიკატორები. შევარჩიეთ ჩვენი პროექტისტვის ზოგადი კითხვა და სახლში სამუშაოდ მივიღეთ თემატური და შინაარსობრივი კითხვები სემუშავება.
დღე მეორე  გავეცანით  და მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის გეგმები, დავიწყეთ გეგმის შევსება, შევინახეთ სასწაავლო პროექტების გეგმაში. გავეცანით და შევინახეთ პროექტის შეფასების რუბრიკა კურსის რესურსებში. მოცემული რუბრიკა დაგვეხმარება, ჩვენს მიერ შექმნილი პროექტის შეფასებაში. დაგვეხმარება გავიგოთ, რამდენად სწორად ვგეგმავთ პროექტს.   გავეცანით ბუკლეტის სტრუქტურას და დავიწყეთ  მასზე მუშაობა. გადმოვწერეთ სურათები და ჩავსვით შაბლონში. დავალებად მივიღეთ საინფორმაციო ბუკლეტის მომზადება. დღე საკმაოდ დატვირთული იყო. დღე პირველი  დღეს, 18 მარტს, დავიწყეთ პროექტ ინტელის შესწავლა. გავეცანით ინტელის სასწავლო კურსს, შევქმენით ახალი  ბლოგი, პორტფოლიო, გავეცანით ჩეკლისტს. მივიღეთ საშინაო დავალება - შევარჩიოთ პროექტის თემა და მოკლედ ჩამოვაყალიბოთ შინაარსი. ძალიან საინტერესოა, მაგრამ არ ვიცი რა გამომივა.